ჩვენ ახლა ერთიანი ვართ და ევროპელი პარტნიორები მიიღებენ ერთობლივ გზავნილს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს – სამნიძე

შევთანხმდით წერილის შინაარსზე, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ არსებობს არანაირი აზრთა სხვაობა პარტიებს შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის, ქალებს შორის, რომ ჩვენ სტატუსი გვჭირდება დღესვე და არავითარი ხვალ! – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში დაინახონ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ერთიანები არიან.

„წერილი შევიმუშავეთ ჩვენ, ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, პარტიული კუთვნილებისა და ტონისა, რითაც ველაპარაკებით ჩვენს ოპონენტებს მაგალითად, „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ შევთანხმდით წერილის შინაარსზე, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ არსებობს არანაირი აზრთა სხვაობა ჩვენს შორის: პარტიებს შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის, ქალებს შორის, რომ ჩვენ სტატუსი გვჭირდება დღესვე და არავითარი ხვალ! გასაგებია, რომ პარტნიორებისთვის ისევე ცნობილია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, რამდენად მძიმე ანტიდასავლური განცხადებები ისმის. შესრულდა თუ არ შესრულდა 12 პუნქტი, მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო, პირისპირ რუსეთთან“, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძეს ასევე ჰკითხეს, მისი განცხადების თაობაზე, სადაც მიუთითებდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი სტატუსის გადავადებას ითხოვდა, რაზეც დეპუტატი პასუხობს, რომ ეს წერილი, რომ ახლა ერთიანები არიან არის, პასუხი იმ პროცესზე, რაზეც ის საუბრობდა.

„ამ პროცესის შემდეგ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სწორედ ასეთი ერთობლივი წერილი, ხელმოწერილი ქალი დეპუტატების მხრიდან მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას წარმოვადგენთ, თუ ვართ დამოუკიდებელი დეპუტატები, სწორედ ეს არის პასუხი იმ პროცესზე, რომელზეც მე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ ახლა ერთიანი ვართ ამ პროცესში და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენგან მიიღებენ ერთობლივ გზავნილს, ერთ ტონს, ერთ ტექსტს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი,”- განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე პრეზიდენტზე – შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს, მაგრამ არის სხვა საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება
შემდეგი სტატიაკალაძე ოპოზიციაზე – გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება