“ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ” – ბიძინა ივანიშვილი

კოალიციას გამოვრიცხავთ, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ, საშუალოდ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

​„ჩვენ ვაცხადებთ მუდამ, კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან, ვფიქრობთ, არანაკლებ 55, არა მეტი 60-ის, ამ შუალედში. გარდა შიდაპარტიულისა, თუ მიადევნებთ თვალს, სხვა კვლევებიც არსებობს. რა თქმა უნდა, ორი-სამი არხის კვლევებს, რომელიც მხოლოდ სიცრუეზეა აგებული, რა თქმა უნდა, ანგარიშს არ ვუწევთ.

კოალიციას გამოვრიცხავთ, აბსოლუტური უმრავლესობით არა, უმრავლესობით მოვალთ, სოლიდურით. მე ვიქრობ, საშუალოდ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, პლიუს-მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ის ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მე, პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს
შემდეგი სტატიახმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ – ზურაბიშვილი