„ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით” – ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე

„ქიბარი ამ შემთხვევაში მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო,“ – ამის შესახებ განცხადება “რუსთავი 2-ის” ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ ჯარჯი აქიმიძემ გააკეთა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მან “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს “რუსთავი 2-ის”წილის 40% შესთავაზა, რაზეც მათ კმაყოფილება ვერ შეატყო.

ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ ის და დავით დვალი არ დათანხმდებიან 40%-იან წილს.

„ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ და რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, შემდეგ გამოჩნდება,“-განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ყველაზე მაღალი ციფრი, რომელიც შეიძლება დასახელდეს, ეს 60%-ია. ჯარჯი აქიმიძის თქმით, ამის ზემოთ ციფრები უბრალოდ ვერ წავა.

„60%-ს ვერანაირად ვერ ავცდებით იმიტომ, რომ ჩვენი იყო 60%. ამის მაღლა ჩვენ უბრალოდ ვერ წავალთ,“ – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ მოქმედი დირექტორი არ ერევა გადაწყვეტილებებში და ჟურნალისტები მუშაობენ თავისუფლად.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან – დავით დვალი
შემდეგი სტატიაელისო კილაძე – ”ჩხარტიშვილი კეთილსინდისიერ მყიდველებს ღვინის ქარხანას ახევს!”