,,ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები”

,,ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა, რეფორმები, ბუნებრივია, გრძელდება, მათ შორის, მრავალი მიმართულებით“ – ამის შესახებ შს მნისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ,,მოამბის“ ეთერში განაცხადა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის მიღება არის წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
,,ეს შეუქცევადი პროცესია. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეფორმები, რომელიც სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა, არ არის მხოლოდ „რეფორმები რეფორმებისთვის“. არამედ, ეს იყო თავისთვად უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო. მათ შორის, სამართალდაცვით სფეროში მოხდა მრავალი მიდგომისა და პრაქტიკის გაუმჯობესება და განვითარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პოლიციის საქმიანობის დახვეწას და მოქალაქეების უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

საქართველოს ევროპული გზა – ესაა ჩვენი არჩევანი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ხოლო ვიზალიბერალიზაციის მიღება – ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, რასაც კიდევ ერთხელ მთელს საქართველოს ვულოცავ“ – განაცხადა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმეტი საქართველო გავაცნოთ ევროპას და მეტი ევროპა შემოვიტანოთ საქართველოში – ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი:”კიდევ კარგი, რომ ეს ქართულ ან ოსურ ენაზე არ გააკეთეს”(ვიდეო)