ჭველეს უბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება

წალენჯიხის მუნიციპალის ფახულანის აადმინისტრაციულ ერთეულში, ჭველეს უბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

შონიების ოჯახს წალენჯიხის მუნიციპალიტეტისმერია პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს , ასევე 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელ სახლს შეუძენს.

ეს დაპირება დაზარალებულ ოჯახს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ კობა ქანთარიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ შემთხევის დღეს მისცეს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ჭველეს უბანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის იური შონია ემსხვერპლა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.

banner
წინა სტატიაში“პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და გადადოს” – ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძეს უზრდელს უწოდებს
შემდეგი სტატიაამბობს კობახიძეს, მაგრამ რეალურად ისრები მიმართულია ივანიშვილზე – ვოლსკი ბესელიას აკრიტიკებს