ჭურიაში თევზჭერისა და სასტენდო სპორტული სროლის ტურნირი გაიმართა

კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის მონაკვეთზე, მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის ორგანიზებით, თევზჭერისა და სასტენდო სპორტული სროლის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდანაც იღებდნენ. ღონისძიება მეთევზე, ბუნების დამცველ მერაბ ოკუჯავასა და უხუცესი მონადირის ვალიკო თოდუას სახელს მიეძღვნა.
ტურნირს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი და ,,ქართული ოცნების“ წევრი მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ რომ უფრო მდგრადი ყოფილიყო ნადირობის და თევზაობის პოტენციალი საქართველოში.
,,ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ის რესურსი, რომელიც გააჩნია ქვეყანას და ამ ძალიან ლამაზ კუთხეს ზუგდიდს. ჩვენ მეთევზეებთან და მონადირეებთან ის პრიორიტეტები დავსახეთ, რომელიც მდგრადად ბუნებრივი მოპოვების საშუალებას მოგვცემს და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამ ნაბიჯის განხორციელება ადგილობრივ დონეზე, ზუსტად ამიტომ ჩვენ შევთანხმდით ადგილობრივ მეთევზეებთან, მონადირეებთან, რომ კონკრეტულად მუნიციპალიტეტის დონეზე მათ ექნებათ ორგანიზებული თავიანთი პრიორიტეტები. საუბარი იყო მომავალში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განსახორციელებელ გეგმებზე, რომელიც სახელმწიფoს პოლიტიკის შესაბამისი იქნება. მეორეს მხრივ რა თქმა უნდა შევეხეთ იმ პოტენციალს, პრიორიტეტებს და საჭიროებებს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გააჩნია”-აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მამუკა წოწერიას თქმით, მსგავსი ტურნირი ხელს შეუწყობს კანონიერი მეთევეზაობისა და მონადირეობის ხელშეწყობას.
,,ანაკლიაში მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის მიერ ორგანიზებული ტურნირი გაიმართა. ტურნირი მოიცავდა, როგორც მეთევზეთა ასევე სასტენდო სპორტული სროლის შეჯიბრს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივები ასევე, აჭარიდან და იმერეთიდან. ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა, კარგი დღე შედგა. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტურნირი იყოს ტრადიციული სახის და ჩატარდეს ყოველწლიურად, რომელიც ხელს შეუწყობს პოპულარიზაციას კანონიერი მეთევზეობასა და მონადირეობას. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ მსგავს აქტივობებს და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც მონაწილეებს ასევე ორგანიზატორებს”-განაცხადა მამუკა წოწერიამ.

წინა სტატიაშიევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატია“მიშას თავისუფლება გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე” – მურმან დუმბაძე