ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გვიან ღამით გაძარცვეს და დაარბიეს.

ტაძრის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ დილით ტაძარში მისულს სასანთლეები წაქცეული, ხატები დამტვრეული და შესაწირი ყუთიდან თანხა წაღებული დახვდა.

„მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს“, – აღნიშნა სტიქაროსანმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშისოხუმის ქალთა გუნდმა „დინამომ“ უმაღლეს ლიგაში იასპარეზა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ, გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, მალე დასრულდება