ჩუმლაყში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ე. წ კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

თითქმის მთლიანად განადგურებულია ხილის შესანახი საწყობები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი სავარაუდოდ, 25 მარტის ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც ბიძაშვილმა ტურიაშვილებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბადუაშვილის მისამართით ისროლეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა სამი პირი კი მძიმედ დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიიურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი პოლიტიკური მედიაციის პროცესში ჩართულ სუბიექტებს მიმართავს
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი პარტიებს ჯერ კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება