ჩუგოშვილი წილხვდომილი თუ წილხვედრზე: ინიციატივის ავტორს ჰკითხეთ, მეტ კომენტარს არ ვაკეთებ

იცით, რა არის? მოდით, ინიციატივის ავტორს [პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს] ჰკითხეთ ეს. მე მეტ კომენტარს ამ თემაზე არ ვაკეთებ. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ ”

ჟურნალისტებმა ქართული ოცნების დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს ჰკითხეს, რატომ წერია პრემიერმინისტრის ინიცირებულ კანონში სიტყვა “წილხვდომილი” და არა “წილხვედრი”. 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციასა და კონტრაქციაზე დაკავებული ყველა პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძე პარლამენტს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ პირველ ანგარიშს წარუდგენს