ჩუგოშვილი – პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, სერგეი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა

საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.

„პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ -განაცხადა ჩუგოშვილმა პროცესზე, რომელზეც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინება იხილება.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და საკუთარი ხმების სანაცვლოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს
შემდეგი სტატიაკობახიძე ჩუგოშვილს – სალომე ზურაბიშვილი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? – ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია