ჩუგოშვილი: პრემიერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა გაერო-ში

„ქართული ოცნების“ წევრ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა.

ჩუგოშვილის თქმით, პრემიერის სიტყვით გამოსვლაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული.

„პრემიერს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა გაერო-ში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული მის სიტყვაში.ა პირველ რიგში, მთავარი ნაწილი დაეთმო იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით აქვს, იქნება ეს მაგალითად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების თუ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონს, სადაც მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურა სერიოზულად განვითარდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელ, ასე ვთქვათ, რეგიონს, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზულად განვითარდება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ „აბრეშუმის გზის“ ფუნქციის განხორციელება ეფექტურად მოხდეს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე – იმაზე, რომ რუსეთი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას და იმაზე, თუ გაერო-ს რა შეუძლია გააკეთოს, მაგალითად დევნილ პირებთან მიმართებით ეფექტური ზომების მისაღებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება პრემიერის გამოსვლაში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომის დაწყებას ისევ ელოდებიან
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი მიხაელ ლინჰარტს შეხვდა