ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ არსებობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესის გაჭიანურების საფუძველი აღარ არსებობს.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამისთვის ევროპარლამენტში სრული მხარდაჭერა აქვს.

„საფუძველი აღარ არსებობს იმისთვის, რომ ამ პროცესს დამატებით რაიმე გაჭიანურება მოჰყვეს. პარლამენტში აქვს სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საბოლოო გადაწყვეტილება უკვე ფორმალურადაც იქნება მიღებული. მთავარია, რომ ტექნიკური შეფერხება, რაც აქამდე ხელს გვიშლიდა და პროცესს აფერხება, გადაწყდა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკომისია ერთობლივ მოლაპარაკებაზე გუშინ საღამოს შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე შპს „ავტოსერვისი 2016“-ს დირექტორი დააკავეს