ჩუგოშვილი: კინოთეატრ “ამირანთან” რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება

“ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება გვაქვს ყველას თანაბრად. ნებისმიერი ქმედება, რაც აღვივებს სიძულვილს, აჩენს აგრესიას გარკვეული ჯგუფების მიმართ, არის ყოვლად მიუღებელი. 8 ნოემბერს რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება. ეს იყო აგრესია, ძალადობა, შეტევა პოლიციის ოფიცრებზე და იყვნენ კონკრეტული დაზარალებული ადამიანები. ამიტომ, ეს ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ამ ყველაფერმა შეიძინა დანაშაულის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში სამართალდარღვევის და ამაზე სამართლებრივი რეაგირება არის აუცილებელი.

ჩვენ იზოლირებულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს ქვეყანას წარმოაჩენს ძალიან ცუდად. ცუდად წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებებს და იმ ნარატივს, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ვროპული საზოგადოება, ვართ ცივილური, ევროპული, განვითარებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ეს ყველაფერი ცუდად ჩანს. მთავარია სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულოს. ძალიან მიხარია და მივესალმები რომ ფილმი გადის, მიხარია, რომ ფილმს აქვს საერთაშორისო წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე და ფორმატებში. ”-
ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კინოთეატრებთან მიმდინარე პროცესები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაში„თბილისი ენერჯი“ – ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება