ჩუგოშვილი: ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს

ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ, სხვაგან ეძებო შველა, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას აშშ-ის საელჩოსთან.

“მერამდენე საქმეა, სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.

გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?” – წერს ჩუგოშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” 22 რეგიონულ ოლქში საკუთარ მაჟორიტარებს წარადგენს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო საბჭოთა დროს ყველა რელიგიური კონფესიისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირებას უჭერს მხარს