ჩუგოშვილი : დღეს არსებული შეწყალების პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნია, ვნახოთ, პრეზიდენტი მასში რა ცვლილებებს შეიტანს

დღეს არსებული შეწყალების პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნია, ვნახოთ, პრეზიდენტი მასში რა ცვლილებებს შეიტანს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

„კონსულტაციები კარგია. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება და პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების პოლიტიკაში ზუსტად რა ცვლილებებს ვნახავთ. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოში შეწყალების გამოყენებას მასშტაბური სახე აქვს. დამნაშავეების ძალიან დიდი პროცენტულობა და რაოდენობაა, რომელსაც პრეზიდენტი იწყალებს და სამწუხაროდ, მათ შორის იყვნენ ძალადობრივი, ნარკოდანაშაულის თუ სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი პირები. აქამდე შეწყალების რა პოლიტიკაც იყო, ჩვენ ეს პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნდა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : უსაფრთხოების გარეშე ეკონომიკური განვითარება სწრაფი და მდგრადი ვერ იქნება
შემდეგი სტატიაპარლამენტში გირგვლიანის შესწორებების საკომიტეტო განხილვა დაიწყო