ჩუგოშცილი: აუცილებელია, გამოძიებული იყოს ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ

“აუცილებელია, რომ რომ გამოძიებული იქნას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და შემდგომ მოგვიანებით, გამთენიისას, თბილისის სხვადასხვა წერტილში,” – ეს განცახდება პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს და მომიტინგეების მთავარ მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მომხდარზე გამოძიება უმნიშვნელოვანესია.

პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მომიტინგეების ორი მთავარი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. ხოლო რაც შეეხება, გახარიას გადადგომას, ამაზე დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრის გადადგომის საჭიროებას გუნდი ვერ ხედავს და გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

„აქციის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა და ორი ძირითადი მოთხოვნა ამ მოთხოვნებიდან არის დაკმაყოფილებული. ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც არის ძალიან სერიოზული – ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ასევე, ფუნდამენტურ ცვლილებას საარჩევნო სისტემის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მგონი, საკმაოდ ნათლად მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის აუცილებელი, არის ის, რომ გამოძიებული იქნას პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და შემდგომ მოგვიანებით, გამთენიისას, თბილისის სხვადასხვა წერტილში, ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად და იქნება მკაცრი და ასევე, გამოძიება, შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევების,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ჩვენი პოზიცია ნათელია, მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდეს დისკუსია
შემდეგი სტატიაზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით აქცია გაიმართა