ჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-19 საუკუნის ნაგებობა პირვანდელი სახით აღდგება

ჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-19 საუკუნის ნაგებობა პირვანდელი სახით აღდგება

ჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-19 საუკუნის ნაგებობა პირვანდელი სახით აღდგება თბილისის განვითარების ფონდი კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N7-ში (წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის სახლი) საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-19 საუკუნის ნაგებობა, რომელიც დედაქალაქის კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს, პირვანდელი სახით აღდგება. შენობას საძირკველისა და კედლების გამაგრება უკვე ჩაუტარდა. ამჟამად, სახლის სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტზე მთლიანად გამოიცვლება წყალკანალიზაციის სისტემა და შენობის სახურავი.

ჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-19 საუკუნის ნაგებობა პირვანდელი სახით აღდგება
კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ჩუღურეთში წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარეობს. ნაგებობა მე -19 საუკუნის შუა ხანებში, 1850-იან წლებში აშენდა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვართა საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. ხის აივნებიანი შენობა სანაპიროს მხრიდან სამსართულიანია, ხოლო ეკლესიისპირა მცირე ფლიგელი ორსართულიანი. რეაბილიტაციის შედეგად შენობა ძველი პროექტის მიხედვით აღდგება. აღნიშნული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ფონდი 278 500 ლარს დახარჯავს.
თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2015 წლის ივლისში დაწყებული კოსტა ხეთაგუროვს ქუჩა N7 – ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია 2016 წლის მარტში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: პარლამენტი აქაც ასრულებს ივანიშვილის ნებას
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტის რექტორად დავით ზურაბიშვილს ამზადებენ?