ჩუღურეთის რაიონში, 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა

ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა ნომერ 10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდებათ. განცხადება ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ოჯახებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ და გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან სხვა მიზეზების გამო, საცხოვრებლის დაკანონება ვერ მოახერხეს, ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლკარად გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაშიმწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო გადასახადი იზრდება
შემდეგი სტატია„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს