ჩუღურეთის რაიონში 17 სექტემბერს ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

ჩუღურეთის რაიონს ახალი სააღმზრდელო წლიდან კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.

N68 ბაგა-ბაღი პალიასტომის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან და გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა.

სტუმრებმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა დაათვალიერეს და იმ პროცესებს გაეცნენ, რომელიც სკოლამდელი განათლების სრულფასოვნად რეალიზაციისთვის მიმდინარეობს.

ახალი ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება, მიმდინარეობს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების, ასევე ავეჯისა და სხვა ინვენტარის მონტაჟი.

„ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, სადაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც 350 ბავშვს მიიღებს. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა სექტემბრიდან, სააღმზრდელო წელი კომფორტულ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში გაატარონ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან მივიდა
შემდეგი სტატია,,ანგელა მერკელმა ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი”