6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ჩუბინიძე: მე ვარ პოლიტიკური ტყვე, სამშობლოსთვის არ მიღალატია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი დიტო ჩუბინიძე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ცნობების გავრცელებასა და საბოტაჟს ედავება. პროკურატურის ცნობით, ის 2026 წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებით დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებდა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და პროცესს პროფესიული საქმიანობის შეზღუდვად აფასებს.

„მე ვარ რეჟიმის პოლიტიკური ტყვე, მე სამშობლოსთვის არ მიღალატია, არანაირი საბოტაჟი არ ჩამიდენია… ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, — განაცხადა ჩუბინიძემ სასამართლო სხდომაზე.

წარდგენილი მუხლით, დიტო ჩუბინიძეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაში“პარტიების აკრძალვა არცერთ საერთაშორისო სტანდარტს არ აკმაყოფილებს”- გიორგი მელაშვილი
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს