ჭუბერში სახლების დანგრევის საფრთხე მოხსნილია – სოზარ სუბარი

ჭუბერში სახლების დანგრევის საფრთხე მოხსნილია, ცხელ წერტილებში უკეთესი მდგომარეობაა – ეს განცხადება, დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა. ჭუბერში კვლავ გრძელდება პანელური ხიდის აწყობა, რომლის მეშვეობით მდინარის მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკა უნდა გადაიყვანონ. ხიდის აწყობის პროცესის დასრულებას საგანგებო შტაბის სპიკერი სოზარ სუბარი ხვალისთვის ვარაუდობს. სუბარი ექსპერტებთან ერთად დღეს იმ ზონებში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად განსაკუთრებულად მძიმე ვითარება შეიქმნა.
„დილიდან შემოვიარე ყველა ცხელი წერტილი ორივე ნაპირზე და უნდა ვთქვა, რომ დამამშვიდებელი მდგომარეობაა, ვითარება გარდატეხილია. დავათვალიერეთ სახლებიც, რომელთა გადარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გუშინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრთხე მოხსნილია. ლოკაციებზე ვითარება უკეთესია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე კონკრეტული ციფრები არ სახელდება.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, კომპენსაციას ყველა დაზარალებული მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ახალი შემადგენლობა – მმართველი გუნდი ხვალ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომას გამართავს
შემდეგი სტატია„არა მხოლოდ დეპუტატებს, ჟურნალისტებსაც და საზოგადოებას სჭირდება ეთიკური სტანდარტები“ – გუგული მაღრაძე