ჭუბერსა და ხაიში ახალი სახერხი ქარხნების მშენებლობა იგეგმება, რომლის 100% წილის მფლობელები ადგილობრივები იქნებიან

ჭუბერსა და ხაიში ახალი სახერხი ქარხნების მშენებლობა იგეგმება, რომლის 100% წილის მფლობელები ადგილობრივები იქნებიან, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ქარხანაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება უნარჩენო წარმოება მოხდება. ნარჩენებისგან კი ე.წ.ბრიკეტები დამზადდება, რომელიც ხეს ჩაანაცვლებს.

„გვინდა, რომ მომავალ წელს დავამთავროთ პროგრამა რაც გულისახმობს სტანდარტული მაღალი წარმადობის სახერხი ქარხნების მშენებლობას. იმ კუსტარული არალეგალური სახერხი ქარხნების გარეშე, რომლებიც გარდა იმისა, რომ არალეგალურია დაბინძურება იქ არის გაცილებით მაღალი. უნარჩენო წარმოება არ ხდება. გვინდა, გადავიყვანოთ უნარჩენო წარმოებაზე, რომ იქ, სადაც გვაქვს რესურსი ხე ტყის დამუშავების, ის იყოს მაქსიმალურად მომგებიანი. მაქსიმალურად ნარჩენების გარეშე. მათ შორის, სადაც შესაძლებელია ნარჩენებისგან დავამზადოთ ბრიკეტები, რომელიც ჩაანაცვლებს შეშას. ადგილობრივების დასაქმება მოხდება მთლიანად. ამ ქარხნების 100 % მოწილეები იქნებიან ადგილივრივები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაში2019 წლიდან კლინიკებისთვის პაციენტების ელექტრონული ისტორიების წარმოება სავალდებულო გახდება
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზა“ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფის წევრების ცემის ფაქტზე კომენტარს აკეთებს