საქართველოს მოსახლეობა იმედს კარგავს რომ ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდება. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ ბევრმა რუსეთისკენ დაიწყო ყურება.
ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს შესაძლოა «დემოკრატიის მაგალითი» ვუწოდოთ. კორუფციასთან ბრძოლა ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი უკრაინაში ანალოგიური რეფორმების ჩასატარებლად მოიწვიეს – წერს გამოცემა.
მიუხედავად ამ და სხვა მაჩვენებლისა, კრიტერიუმები საკმარისი არ აღმოჩნდა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უარს იმის გამო ამბობს, რომ ქვეყანა სრულად ვერ აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილების გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
მაისის «აღმოსავლეთ პარტნიორობის» სამიტზე საქართველოს ახსნა-განმარტებების გარეშე უარი უთხრეს შენგენის ზონაში შესვლაზე.
თუკი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს,საქართველოს ევროპულ მიზნებზე უარის თქმა მოუწევს – წერს სტატიის ავტორი.