“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე გერმანია-აშშ-ს შეთანხმებას პოლონეთმა რუსეთის გამარჯვება უწოდა

პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბლაჟეი სპიხალსკიმ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის თაობაზე გერმანია-აშშ-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას რუსეთის გამარჯვება უწოდა.

“ჩრდილეოთის ნაკადი-2″-ის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიიდან რამდენიმე თვეში მიიღეს. დღეს რუსეთმა პრაქტიკულად გაიმარჯვა ამ გაზსადენის მშენებლობაში. ამ ინფრასტრუქტურის წყალობით რუსეთმა ევროპის გაზის ბაზარზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღო და უპირველეს ყოვლისა, ის ამაზე ფულს გააკეთებს” – სპიხალსკიმ თქვა და აღნიშნა: “ჩვენ გავიმეორებთ საკუთარ აზრს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2″ გერმანიის მხრიდან საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის ევროპული სოლიდარობის დარღვევაა”.

დღეს, 22 ივლისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ გერმანია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიიღებს, თუკი კრემლი გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ს კიევის ზეწოლისთვის გამოიყენებს და თუკი უკრაინის სტატუსი საფრთხისქვეშ აღმოჩნდება.

“სანქციებით ნებისმიერი დაშინება – ახალი, ძველი თუ მიმდინარე – არ შეიძლება მისაღები იყოს, რადგანაც მისი შემოღება მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია” – ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-სა და გერმანიას შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიევროპაში კატასტროფული წყალდიდობები გახშირდება – კვლევები
შემდეგი სტატია“გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა… რა და ჩვენი მიკროფონი”