ჩრდილოეთ პოლუსზე ანომალურად დათბა

კალიფორნიის უნივერსიტეტის კლიმატოლოგმა ზაკ ლაბემ განაცხადა, რომ გრენლანდიის ზღვაზე ანომალურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რომლის შედეგადაც თებერვალში არქტიკის ტემპერატურამ ნორმას 20 გრადუსით გადააჭარბა – Science Alert-ი წერს.
აშშ-ს გლობალური პროგნოზის სისტემის (Global Forecast System) თანახმად, მოულოდნელმა დათბობამ, შესაძლებელია, მომდევნო თვეებში არქტიკაში ტემპერატურა +2 ცელსიუსამდე გაზარდოს. აღნიშნულ რაიონში ჰაერის ტემპერატურა უკვე მიუახლოვდა წყლის გაყინვის ტემპერატურას.
ჩრდილოეთ პოლუსზე ანომალური დათბობა იშვიათად ხდება, თუმცა, უკანასკნელ ხანებში რამდენჯერმე დაფიქსირდა. მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი არქტიკაში ყინულის შემცირებაა.

banner
წინა სტატიაშიდონბასში “აბსოლუტური ზავის” დაწყების თარიღი დაასახელეს
შემდეგი სტატია“მე ვარდისფერ სათვალეს არ ვატარებ” – მნიშვნელოვანი დეტალები პოროშენკოს დღევანდელი ინტერვიუდან