ჩრდილოეთ ოსეთის დროებითი ხელმძღვანელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა

მენიაილო 2008 წლის ომში იბრძოდა

ვიცე-ადმირალი სერგეი მენიაილო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის დროებით შემსრულებლად დანიშნა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა – ამის შესახებ”ეხო კავკაზა” წერს. მენიაილო რუსი სამხედროების ცხინვალის რეგიონში გადასროლაზე იყო პასუხისმგებელი და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკაში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემებს ხელმძღვანელობდა.

ომის შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში ის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილედ დანიშნეს, 2011 წლის 22 დეკემბერს კი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და თადარიგში გაუშვეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის საელჩო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიამთავრობა: 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება