ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი – ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების ნატო-სკენ მისწრაფებას

ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს, ვერანაირ გონივრულ არგუმენტს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, რატომ უნდა შეუშალონ ხელი ამის გაკეთებაში, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცედ სჯერა, რომ ათობით წლის განმავლობაში ნატო-ს საუკეთესო პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკაა და ეს არ უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, ისევე, როგორც სხვა მოკავშირეებთან ერთად, სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წევრობის მისწრაფებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს ყველასთვის, ვისაც ნატო-ში გაწევრიანება სურს. წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენთან ერთად არიან ქვეყნები ყველა კონტინენტიდან. ჩვენ გვყავს წარმომადგენლები ავსტრალიიდან, იაპონიიდან. ჩვენ გვყავს პარტნიორები კოლუმბიიდან, სამხრეთ კორეიდან. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს, ვერანაირ გონივრულ არგუმენტს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, რატომ უნდა შეუშალონ ხელი ამის გაკეთებაში. მსურს, ხაზი გავუსვა ამას განსაკუთრებით უკრაინისთვის. ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება უნდა იყოს, თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის ნაწილად ყოფნა სურს და არა – სხვა რომელიმე ქვეყანამ. სრული სუვერენიტეტი, ეს არის გაერო-ს წევრი ყველა სუვერენული ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული უფლება“, – განაცხადა სტევო პენდაროვსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნანა გაბელია საქართველოს დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „თიხის აკადემია“ საქმიანობას აფართოვებს