ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, გადაწყვეტილება სკოპიეში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით მიიღეს, რომელსაც სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები დაესწრებიან.

მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის რეგლამენტს, რომელიც საერთაშორისო კონფერენციების დროს, რუსეთი მიმართ დაწესებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, სკოპიეში 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიდევ 17 რუსი დიპლომატი და 24 რუსი ჟურნალისტი გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიოდიშარია – „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულია დაშლის შეუქცევადი პროცესი, ამას ვერ უშველის სააკაშვილის გზავნილები
შემდეგი სტატიასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე ომს „გაყინული კონფლიქტი“ უწოდა