ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ნავი გადაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე დაახლოებით 270 ადამიანი იმყოფებოდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ნავი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში მდებარე თურქეთის პორტ ტაშუჯუსკენ მიემართებოდა.
ჩრდილოეთ კვიპროსის ტრანსპორტის მინისტრ ერჰან არიქლის თქმით, გადარჩენილი ადამიანები კირენიის პორტში გადაიყვანეს.
















