11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე ჩრდილო კორეელი სამხედროები ტყვეობისთვის თავიდან ასაცილებლად თავს იკლავენ

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე ჩრდილო კორეელი სამხედროები ტყვეობისთვის თავიდან ასაცილებლად თავს იკლავენ.

გამოცემა წერს, რომ კიმ ჩენ ინმა ამის შესახებ ფხენიანში, დაღუპულთა მემორიალის გახსნაზე ისაუბრა. სააგენტოს ცნობით, მან „გმირებად“ მოიხსენია და შეაქო ის სამხედროები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომში „უყოყმანოდ აიფეთქეს თავი“.

“პატივს მივაგებ მათ შეუდარებელ სიმამაცეს, მასობრივ გმირობას, დაუმორჩილებელ საბრძოლო სულსა და კეთილშობილურ თავდადებას”,-თქვა მან.

26 აპრილს ჩრდილოეთ კორეაში იმ სამხედროების მემორიალი გახსნეს, რომლებიც კურსკში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძოდნენ და დაიხოცნენ. სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობებით, ომში დაიღუპა ან დაიჭრა დაახლოებით 6 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი. მემორიალის გახსნას რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინიც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიირანის ხელისუფლებამ ფოლადის პროდუქციის ექსპორტი აკრძალა
შემდეგი სტატიატრამპი: ირანს სურს, რომ ჩვენ „ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გავხსნათ“