ჩრდილოეთ კორეიდან გენერალი 40 მილიონით ჩინეთში გაიქცა

ჩრდილოეთ კორეელი გენერალი ჩინეთში გაიქცა და თან 40 მილიონი დოლარი წაიღო – ამის შესახებ სამხრეთკორეული KBS World Radio იტყობინება.
რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეული მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა შრომის პარტიის 39-ე განყოფილებაში, რომელიც უცხოეთში მყოფი კორეელების ქვეყანაში გამოგზავნილი ვალუტის შემოდინებას განკარგავს. ცნობილია, რომ გენერალს სამხრეთ-დასავლეთი აზია ებარა.
როგორც რადიოს საინფორმაციო სამსახური იტყობინება, გენერალმა თან წაიყვანა ოჯახი და ჩინეთიდან მესამე ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობებს ეძებს. გაქცევის მოტივად კიმ ჩენ ინის რეჟიმი სახელდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანელებმა ჰამაკებში კოლექტიურ წოლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ისკანდერის მშობლიურ სახლს ესტუმრა