ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობას 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

epa03328519 A photograph released by North Korea's Korean Central News Agency (KCNA) on 31 July 2012 shows a bridge damaged by flood waters, near Anju, in Onchon county of North Korea, on 30 July 2012. At least 88 people have been killed and more than 63,000 were left homeless in North Korea in a week of floods that followed torrential rains, state media reported. EPA/KCNA

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობას 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციაზე მომუშავე გაერო-ს სამმართველო იტყობინება.

გაერო აღნიშნულ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისგან მიღებლ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტიქიის შედეგად დაკარგულად 400-ზე მეტი ადამიანი ითვლება. 100 ათასზე მეტი ადგილობრივი კი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აგვისტოს ბოლოდან გრძელდება.

დატბორილია გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ჩრდილოეთ კორეის ხლეისუფლებამ სტიქიის ზონაში სამხედროები გაგზავნა. ფხენიანის განცხადებით,ამჟამინდელი წყალდიდობა ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის სერიოზულ ზეწოლას მოქმედი თავმჯდომარისგან, რომელიც არის და იყო პოლიტიკური ფიგურა”
შემდეგი სტატიაქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა