ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბსა და იაპონიის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ სამშაბათს გაშვებული ჭურვი, როგორც ჩანს, ბალისტიკური რაკეტაა. საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ჭურვი იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) მიღმა დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო 1 კვირაზე ნაკლებ პერიოდში გაშვებული მეორე რაკეტაა. რაკეტის გაშვებამდე ერთი დღით ადრე შეერთებული შტატების მისიამ გაეროში, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, იაპონიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და ალბანეთთან ერთად ერთობლივი განცხადება გავრცელა და ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ კვირაში რაკეტის გამოცდის ფაქტი დაგმო.

banner
წინა სტატიაშივენდი შერმანი: არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები ძალით
შემდეგი სტატიარა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონს”?