ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის ატომური პოლიგონის დემონტაჟი გააკეთა

ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის ატომური პოლიგონის გვირაბების დემონტაჟი გააკეთა – ამის შესახებ უცხოელი ჟურნალისტები წერენ, რომლებიც ემ პროცესს აკვირდებოდნენ. სამი გვირაბი დაახლოებით 20 ჟურნალისტის თვალწინ ააფეთქეს, რომლებიც სპეციალურად ამ მოვლენისთვის იყვნენ მიწვეული. ორი აფეთქება ხუთშაბათს დილით მოხდა, მესამე კი – საღამოს. ჟურნალისტები მეზობელ მთაზე იდგნენ, რომელიც პოლიგონიდან 500 მეტრშია.

“სიენენის” ჟურნალისტი წერს, რომ რადგანაც იქ არ იმყოფებოდნენ ექსპერტები, რთულია შეაფასო ოეპარცია. სხვა ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ყველაფერი კარგად დადგმულ სცენარს გავდა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუუფლებამ ადგილზე არ მიუშვა ატომური იარაღის ექსპერტები.
ადრე სამხრეთკორეულმა მედიამ გაავრცელა, რომ ფხენიანმა ყოველი ჟურნალისტისგან, რომელსაც დემონტაჟის გაშუქება სურდა, 10 ათასი დოლარი მოითხოვა.

29 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პირობა მისცა, რომ მაისში პუნგერის პოლიგონს დახურავდა ამერიკელი ექსპერტების თანდასწრებით. მანამდე კი ფხენიანმა გაავრცელა, რომ მან ატომური პროგრამა შეწყვიტა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, პასუხი გასცენ ფხენიანის სულელურ ან უგუნურ ქმედებას
შემდეგი სტატიაფხენიანმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს “უმეცარი და სულელი” უწოდა