ჩრდილოეთ კორეამ „დონეცკის რესპუბლიკა“ აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ ე.წ დონეცკის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა სინ ხოლ ჩხოლმა „დონეცკის რესპუბლიკის“ ელჩს ოლგა მაკეევას ფხენიანის ამ გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტი გადასცა. ამ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია.

ჩრდილოეთ კორეამდე „დონეცკის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა რუსეთმა და სირიამ აღიარა. ჯერჯერობით უცნობია, აღიარა თუ არა ჩრდილოეთ კორეამ „ლუგანსკის რესპუბლიკა“.

banner
წინა სტატიაშიყველა ევროპული პარტია შეთანხმებულია, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე “ქართულ ოცნებას” აქვს – ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიაჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა