ჩრდილოეთ კორეა უკრაინასთან ომში რუსეთის დასახმარებლად 30 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის დასახმარებლად, უკრაინის წინააღმდეგ ომში დამატებით 30 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის – წერს CNN უკრაინულ ოფიციალურ პირებსა და დასავლური დაზვერვის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

CNN-ის ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსეთში უახლოეს თვეებში ჩავლენ და ნოემბერში გაგზავნილ 11 000 ჯარისკაცს დაემატებიან, რომლებიც რუსებს კურსკის ოლქში უკრაინის შეტევის მოგერიებაში ეხმარებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიდან მინიმუმ 4 000 დაიღუპა ან დაიჭრა, თუმცა ფხენიანის თანამშრომლობა მოსკოვთან მას შემდეგ უფრო გამყარდა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: იმათთვის, ვინც კიდევ რჩება ამ საყოველთაო პოლიტიკური ისტერიის მიღმა
შემდეგი სტატიაროგორ უნდა გეგონოს, რომ “ოცნება” არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს? – ნაზი ჯანეზაშვილი