ჩრდილოეთ კორეა საშიშ ქიმიურ იარაღს ამზადებს

აშშ-ს ჰარვარდის უნივერსიტეტში მომზადებული საშიში იარაღების შესახებ საანგარიშო მოხსენების მიხედვით, ჩრდილოეთ კორე ,,სიკვდილის ყვავილებზე,, მუშაობს.
ანგარიშში საუბარია, რომ , ჩრ. კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დავალებით, ქვეყანა რომელსაც 13 სახეობის ბიოლოგიური იარაღი გააჩნია, მუშაობს სასიკვდილო ჭირის დაავადებაზე.


,,მათ მიერ დამზადებული „სასიკვდილო ყვავილის,, და ჭირის დაავადების გამომწვევი ქიმიკატების რამდენიმე ბოთლით, შესაძლებელი გახდება ათი ათასობით ადამიანის სიკვდილი,, ნათქვამია მოხსენებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩრ. კორეის საინფორმაციო სააგენტო „KNCA“-მ, გასულ დღეებში, ხულიგანად და გიჟად მოიხსენია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მათი განცხადებით ,,შეუძლია ბირთვულ ღილაკზე თითის დაჭერა,,. სამხრეთ კორეას კი, სააგენტომ აშშ-ის სათამაშოდ გადაქცეული თოჯინა უწოდა.

banner
წინა სტატიაში“ეხო მოსკვის” წამყვანზე თავდამსხმელი წარმოშობით აფხაზეთიდანაა
შემდეგი სტატიაიაპონიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა