17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინასთან ომისთვის საჭირო მასალების 40%-ით ამარაგებს – ბუდანოვი

ჩრდილოეთ კორეა ამჟამად რუსეთს უკრაინასთან ომისთვის საჭირო საბრძოლო მასალის 40 პროცენტამდე ამარაგებს, რადგან ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობა ღრმავდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, კერძოდ, „კიმ ჩენ ინის რეჟიმი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებსა და საარტილერიო სისტემებს უგზავნის“.

კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ, თავის მხრივ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ფულითა და ტექნოლოგიებით ამარაგებს, რაც ფხენიანის საერთაშორისო იზოლაციის შემსუბუქებას უწყობს ხელს.

„ჩრდილოეთ კორეას უზარმაზარი მარაგი აქვს და იქ წარმოება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ქემოკლიძე – ჩორჩანის თემამ მთლად არ გაამართლა, გეგმა „ბ“ ამუშავდა, ფისუნია კატა თხრის, თხრის და მგონია, ისეთს გამოთხრის, რომ ბოლოში თავად გაოცდება
შემდეგი სტატია“ეს უკვე მილიციაც აღარ არის…” – გია ხუხაშვილი პენსიონერზე მოძალადე პოლიციელის შესახებ