ბრიტანულმა ორგანიზაციამ “Open Source Centre”-მა და ტელეკომპანია BBC-იმ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო 8 თვის განმავლობაშ, რუსეთისგან დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო. ეს კი გაეროს სანქციების დარღვევაა.
ჩრდილოეთ კორეული ნავთობის ტანკერები მარტიდან მოყოლებული რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ვოსტოჩნის პორტში 40-ზე მეტჯერ გაჩერდნენ. ამ დასკვნას “ღია მონაცემთა ცენტრის” ანალიტიკოსები მონაცემთა და სატელიტური სურათების ანალიზის შედეგად აკეთებენ.
“ათობით მაღალი რეზოლუციის სატელიტური ფოტო, ავტომატური ამოცნობის სისტემის მონაცემები და იმ საზღვაო პატრულის მისიების მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს სანქციების დამრღვევი ქმედებების კონტროლია, მიუთითებს, რომ ჩრდილოკორეული ტანკერები გამუდმებით იტვირთებოდა რუსული პორტ “ვოსტოჩნის” ნავთობის ტერმინალზე”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. ამ ცნობებზე კომენტარი არც გაეროს პრეს-სპიკერს გაუკეთებია.