ჩრდილოეთ კორეა ავტომატურად განახორციელებს ბირთვულ დარტყმას, თუ კიმ ჩენ ინს მოკლავენ- ფხენიანმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად, ბირთვული იარაღი ავტომატურად იქნება გამოყენებული, თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა განადგურდება ან კონტროლს დაკარგავს სამხედრო ძალებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, კიმ ჩენ ინის მკვლელობის ან სამეთაურო სტრუქტურაზე დარტყმის შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გაშვებას ცალკე ბრძანება აღარ დასჭირდება.
გავრცელებული მოსაზრებით, ეს ცვლილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისა და ირანის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ მიიღეს.















