ჩრდილოეთ კორეა ატომურ ზე-სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს

ჩრდილოეთ კორეა ატომურ ზე-სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს

4ჩრდილოეთ კორეას მთავრობა, აშშ-სგან მათი ატომურ ზე-სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს -ამის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელსაც “დოიჩე ველე” აქვეყნებს. განცხადების თანახმად, ბარაკ ობამა ჩრდილოეთ კორეის, როგორც ატომური სახელმწიფოს პოზიციების უარყოფას ცდილობს. “ეს ისეთივე უგუნურობაა, როგორც მზის ხელისგულით დაფარვა” – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ატომური ბომბის წარმატებულად გამოცდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ატომური ქობინი, უკვე შესაძლებელია ბალისტიკურ რაკეტაზე დამაგრდეს. ქვეყანამ პირობა დადო განავითაროს ატომური პროგრამა.
საპასუხოდ, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ადგილობრივი ადმინისტრაცების 28 ხელმძღვანელი შეცვალა
შემდეგი სტატიამედია სამგლოვიარო ცერემონიაზე კლინტონის “სამედიცინო ეპიზოდე” საუბრობს