ჩრდილოეთ კორეა არ დატოვებს “მისალმების” გარეშე” დონალდ ტრამპის ვიზიტს აზიის ქვეყნებში

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები და აზიის სახელმწიფოთა ლიდერები შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა არ დატოვებს “მისალმების” გარეშე” აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტს აზიის ქვეყნებში და მორიგ სარაკეტო გასროლას განახორციელებს. ამის შესახებ წერს გამოცემა “Politico”.
“კიმ ჩენ ინს შეუძლია ბალისტიკური რაკეტების ტესტირება ჩაატაროს ან გამოსცადოს ატმოსფეროში ბირთვული მოწყობილობა დონალდ ტრამპის იაპონიაში და სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს. ეს ვითარების შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს და ძალიან დაძაბავს სიტუაციას”, – წერს გამოცემა.
სამხრეთ კორეის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სეულის დაზვერვამ დააფიქსირა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ობიექტებზე აქტიურობა, რომელიც, როგორც წესი, წინ უძღვის სარაკეტო გასროლებს.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ თეთრმა სახლმა გაითვალისწინა ვითარების შესაძლო განვითარება და თუ ფხენიანი მაინც წამოიწყებს პროვოკაციას, ეს ხელ-ფეხს გაუხსნის მოქმედებისთვის აშშ-ს და მის მოკავშირეებს.

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს დონალდ ტრამპის 195 ქსელური მისამართიასდმი
შემდეგი სტატიაკიევში 7 ნოემბრის აქციისთვის ემზადებიან