ჩრდილოეთ კორეა ამერიკას ატომური იარაღით ემუქრება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 12, 2016 00:42

ჩრდილოეთ კორეა ამერიკას ატომური იარაღით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეა ამერიკას ატომური იარაღით ემუქრებაჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ატომური ბომბით დაემუქრა, გუშინ ამერიკული თვითმფრინავის B-52-ის კორეის საჰაერო სივრცეში შესვლის გამო. ამის შესახებ რუსული “რია ნოვოსტი” ჩრდილო კორეულ “ნოდომ სინმუემზე” დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც კორეულ გამოცემაში წერია, აშშ-ს სიტუაცია “ომის პირამდე” მიყავს. გაზეთმა ვაშინგტონს მოუწოდა, “რეალურად შეხედონ მოვლენებს” და “წარსულის გამოცდილებას გადახედოს”, სადაც, როგორც სტატიაში წერია, გამარჯვებული ფხენიანი იყო.
თავის მხრივ “როიტერსი” სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ვაშინგტონი და სეული ფხენიანთან დაძაბული ურთიერთობის განვითარების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ, მათ შორის იარაღის გამოყენების სტრატეგიასაც.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა სტრატეგიულმა ავიაგამანადგურებელმა B-52 გუშინ ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ სამხედრო ბაზას გადაუფრინა დაზვერვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ გააკეთა განცხადება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 12, 2016 00:42

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics