ჩრდილოეთ კავკასიის ორი მკვიდრი საქართველოს საზღვართან დააკავეს

ჩრდილოეთ კავკასიის ორი მკვიდრი საქართველოს საზღვართან დააკავეს

sazgvariჩრდილოეთ ოსეთის საზღვართან მესაზღვრეებმა ჩრდილოკავკასიის ერთ-ერთი რესპუბლიკის ორი მკვიდრი დააკავეს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას აპირებდნენ იმისათვის, რომ სირიაში წასულიყვნენ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საომრად.
ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-ცენტრის განცხადებით, დაკავებულები 1994 და 1997 წლებში არიან დაბადებული. ისინი სოფელ ჩმიში, საიდუმლო გზებით საქართველოში გადასვლისას დაიჭირეს – მათი მიზანი საქართველოდან თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადასვლა იყო.
ეჭვმიტანილების განცხადებით, ისინი სირიაში გადასასვლელად უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ემზადებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ქართველი ბინის ქურდები დააკავეს
შემდეგი სტატიაპოროშენკოს რეაქცია ერდორანის პუტინის მიმართ ბოდიშზე