ჩრდილოეთ კაროლინაში შავკანიანის მკვლელობის ვიდეო გამოქვეყნდა – “არ ისროლოთ”

ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ შარლოტში პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანის მეუღლემ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მკვლელობის მომენტშია გადაღებული – ვიდეოს შემდეგ ქალაქში არეულობები ისევ განახლდა.
ქალაქის მთავრობამ კომენდანტის საათი შემოიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დემონსტრანტები ქუჩებში რჩებიან და აქციას აგრძელებენ.
გუშინ მოკლული კიმ ლამონტ სკოტის ოჯახმა “ფეისბუქზე” ვიდეო გამაოქვეყნა, რომელიც მისი ცოლის, რაკეიეს მიერ არის გადაღებული ტელეფონით, მასზე მისი მეუღლის მოკვლის ინციდენტია. ნაწილობრივ, ვიდეოში ისმის ყვირილი “არ ესროლოთ მას”.
ვიდეოზე არ არის პოლიციელის მიერ სროლის კონკრეტული მომენტი აღბეჭდილი, ასევე, არ ჩანს, გარდაცვლილს ნამდვილად ეჭირა თუ არა იარაღი ხელში, როგორც ამას პოლიცია ამტკიცებს. ვიდეოზე პოლიცია ყვირის “დააგდე იარაღი”, ამასთანავე, სკოტის ცოლი პოლიციას უყვირის, რომ ის არ არის შეიარაღებული, ასევე, რაკეია ქმარს უყვირის მანქანიდან გადავიდეს.
აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ საოროტესტო აქციები ისევ განახლდა. პროტესტანტები სკანდირებენ “არ ისროლო”, ასევე “არ არის სამართლიანობა, არ არის სიმშვიდე”!
ქალაქში ეროვნული არმიის ნაწილებია შეყვანილი.

14454721_1792516751033324_633975572_n

banner
წინა სტატიაშიკიევის მეტროში ყუმბარებით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიავატიკანმა სასწაულების აღიარების წესები შეცვალა