ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობის გამო დაკავებულები გაანთავისუფლეს

ორი ახალგაზრდა, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობის გამო იყვნენ დაკავებული, პოლიციამ ბრალის წაყენების გარეშე გაანთავისუფლა – АР-ი წერს. 18 და 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცები თავისუფალები არიან. სამართალდამცველები კი ხალხს მოუწოდებენ, გამოძიებას დაეხმარონ და მკვლელობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ.
29 წლის ჟურნალისტი ლირა ამკი 18 აპრილს საღამოს პოლიციის მანქანასთან იდგა, როცა ნიღბიანებმა მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველებს. მაკი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაერთი ქისტიც რომ დააკავონ, ამას არავის არ შევარჩენ – მალხაზ მაჩალიკაშვილი