ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტი მოკლეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ლონდონდერიში მომხდარ არეულობას 29 წლის ჟურნალისტი ემსხვერპლა. პოლიციის ვერსიით, მკვლელობა ირლანდიელი რადიკალი-რესპუბლიკელების მოწყობილია. ნიღბიანმა და შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი შუაღამით, დაახლოებით 23.00 წუთზე გაუხსნა. სროლები გადაღებულია მობილურ ტელეფონზე. ჟურნალისტი ლირა მაკი პოლიციელებთან ერთად ერთ-ერთ მანქანასთან იდგა და დაიჭრა. ის მაშინათვე გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, მკვლელობის უკან ე.წ. ახალი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ბოევიკები დგანან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მკვლელობას “შოკისმომგვრელი” უწოდა და განაცხადა, რომ “ჟურნალისტი გარდაიცვალა საკუთარი საქმის თამამად შესრულების პროცესში” – “ბიბისი” წერს.

უკანასკნელ პერიოდში რესპუბლიკელები გააქტიურდნენ. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიცია შიშობს, რომ მოხდება თავდასხმების ჯერი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდს განახლებული რკინიგზის სადგური ექნება
შემდეგი სტატიაასლან ბჟალიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სპეციალური სხდომა გაიმართა