ჩრდილოეთ ირლანდიაში მეექვსე დღეა არეულობები გრძელდება

წუხელ ბელფასტში მიმდინარე არეულობებისას მონაწილეებმა ავტობული გაიტაცეს, შემდეგ კი დაწვეს. დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტი საგანგებო შეხვედრას აწყობს, რომ უკვე მეექვსე ღამე მიმდინარე არეულობებზე მოხსენება მოსმინოს.

ავტობუსი ნაციონალისტური და იუნიონების ჯგუფების გადაკვეთაზე დაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს მანქანის საბურავებს და ნაგვის ურნებს – ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა. არეულობის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და ცემეს ფოტოგრაფი, რომელიც შეტაკების ფოტოებს იღებდა.

ჩრდილოეთ ირლანდიის პირველმა მინისტრმა არლინ ფოსტერმა მიმდინარე კონფლიქტი დაგმო: “ძალადობას არა აქვს გამართლება. ეს არასწორია და ეს უნდა მორჩეს”.

ბესტფალის არეულობები გასულ კვირას დაიწყო. ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიას, კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული აკრძალვების მიუხედავად, დაახლოებით 2 000 ადამიანი დაესწარო, მათ შორის შინ ფეინის პარტიის 24 წევრი, რამაც პროვინციის გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაძაბულობა გაზარდა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში უკვე რამდენიმე კვირაა უკმაყოფილებას გამოთქვამენ Brexit-ის შეთანხმების ჩრდილოირლანდიური პროტოკოლის გამო, რომლის შემდეგაც დიდ ბრიტანეთთან ფაქტობრივად საბაჟო საზღვრი შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა რუსული ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
შემდეგი სტატიაფანასკერტელის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა