ჩრდილოეთ ირლანდიაში აფეთქება ადგილობრივმა დისიდენტურმა ჯგუფმა მოაწყო

ჩრდილოეთ ირლანდიურ ლონდონდერიში პოლიციამ მანქანის აფეთქების ბრალლებით ორი ადამიანი დააკავა – 20 იანვარს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს. ეჭვმიტანილია “ახალი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის” დაჯგუფება. “ისევე, როგორც რესპუბლიკის ბევრი დისიდენტური ჯგუფი, NIRA -ც მცირერისცხოვანია და მათი მიზანია ხალხის იქ მიყვანა, სადაც წასვლა მათ არ უნდათ” – პოლიციის ოფიცერმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს. სამართალდამცველების თქმით, აფეთქებამდე მათ გამაფრთხილებელი წერილი მიიღეს. შემთხვევა გუშინ, 19 იანვარს მოხდა. ადგილობრივი სასამართლოს გვერდით ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულები არ არიან.
ჩრდილოეთ ირლანდიაში ათეულობით წლების განმავლობაში გაგრძელებულ კონფლიქტი, რომელსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1998 წელს შეთანხმებით დასრულდა. კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირება 1960-იან წლებში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოვ, შენ არა გყავს შვილი დასაკარგავი – ემიგრანტის წერილი „თაიმერს“
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია