ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი ლიდერები ატომური განიარაღებაზე შეთანხმდნენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა და ჩრდილოეღ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დღეს დემარკაციის ხაზთან გამართულ ისტორიულ შეხვედრაზე, ატომური განიარაღების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გარდა ამისა, დღეს მათ ასევე ოფიციალურად დაასრულეს საომარი მდგომარეობა, რომელშიც ორივე მხარე 1950-იანი წლებიდან იმყოფება – “დოიჩე ველე” წერს.
ორი ქვეყნის ლიდერი, ასევე, შეთანხმდა, რომ საკუთარი ჯარის რაოდენობას შეამცირებს და საზღვარს “მშვიდობის ზონად” გადააკეთებს, შეწყვეტს ნებისმიერ არამეგობრულ მოქმედებას მეზობელი ქვეყნისადმი “მიწაზე, წყალსა და ჰაერში” – ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შედის. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორივე მხარის ლიდერმა განაცხადა: “ჩვენ შევთანხმდით, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარასდროს იქნება”. ასევე, ლიდერები თვლიან, რომ ნახევარკუნძულზე “მშვიდობის ახალი ერა” დაიწყო და “უკანდასახევი გზა უკვე აღარ არსებობს” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა